კამპანია ეს შენ გეხება დღეს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და მოსაზრებებს მოისმენს.
შეხვედრაზე ასევე განიხილება არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნები, რომელიც ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას გულისხმობს.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ კამპანიის ფარგლებში ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე.
კამპანია ეს შენ გეხება პარალელურად აგრძელებს შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან.