20 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები შიმშილობას განაგრძობენ

ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი პროფესორი შიმშილობას განაგრძობს. მათ მთელი ღამე ადმინისტრაციულ კორპუსში გაათენეს.

ისინი რექტორის, აკადემიურო საბჭოს და კანცლერის გადადგომას მოითხოვენ. პროფესორ-მასწავლებლები დღესაც გეგმავენ საპროტესტო აქციის გამართვას.

აქციის მონაწილეები რექტორის მესამე ვადით არჩევას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ეს კანონდარღვევით მოხდა, ამაში კი განათლების სამინისტროსაც ადანაშაულებენ. ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით კი, რექტორი კანონის დაცვით აირჩეის.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დღესვე გეგმავს შეხვდეს მოშიმშილე პროფესორებს. 

დღის ამბები