აუდიტორია 115 საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. ისინი განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც მათი თქმით, არ იძლევა თვითმმართველობის რეფორმირების შესაძლებლობას.
პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებისთვის ემზადება. კენჭისყრა 20 აპრილს გაიმართება. 14 აპრილს კი მსურველების რეგისტრაციის ვადა იწურება.
უნივერსიტეტში ამ დროისთვის მხოლოდ ორი განაცხადია შესული.