20 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
აქცია ისნის გამგეობასთან - სოციალურად დაუცველები ყოფილი ჰოსპიტლის შენობის დატოვებას არ აპირებენ

ისნის გამგეობასთან რამდენიმე საათის განმავლობაში აქციას მართავდნენ ყოფილი ჰოსპიტლის შენობაში შეჭრილი სოციალურად დაუცველები.

ისინი შენობაში შიდა კომუნიკაციების მოწესრიგებას ითხოვდნენ. მათ დღის ბოლოს რაიონის გამგებელი შეხვდა. როგორც მან სოციალურად დაუცველებს განუმარტა, შენობა არ ეკუთვნის გამგეობას და ის უახლოეს პერიოდში უნდა დაცალონ.

შენობაში შეჭრილების თქმით, ისინი არ აპირებენ ყოფილი ჰოსპიტლის დატოვებას და ორხევის დასახლებაში გადასვლას, სადაც გამგეობა დროებით საცხოვრებლად ფართს სთავაზობს, ქირის გადახდით.

დღის ამბები