ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორების აქცია გრძელდება - მეორე დღეა 4 პროფესორი შიმშილობას აგრძელებს. დღის ბოლომდე სავარაუდოდ კიდევ ერთი ლექტორი გეგმავს შეუერთდეს მოშიმშილეებს. ისინი აცხადებენ, რომ მოთხოვნები არ შეიცვლება, იქამდე, ვიდრე არ გადაგდება რექტორი.
ისინი აცხადებენ, რომ არჩილ ფრანგიშვილი უკანონოდ არის მესამე ვადით არჩეული.
ლექტორები ასევე აკადემიური საბჭოს გადადგომასაც, რადგან სწორედ მათ აირჩიეს არჩილ ფრნაგიშვილი მესამე ვადით რექტორად.
ლექტორებს ადამინისტრაციის ხელმძღვანელმა ქეთი კოხრაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ არანაირი კანონი არჩილ ფრნაგიშვილის არჩევის დროს არ დარღვეულა.
ლექტორების აქცია, განცხადება განათლების მინსტრმა თამარ სანიკიძემაც გააკეთა.
„სამინისტროში ჩატარებული კვლევის, ადმინისტრაციული საქმის წარმოების შედეგად, დაიდო დოკუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც სასამართლო, ასევე ნებისმიერ სხვა სახის განხილვაში, და ამის მაგივრად ირჩევენ პროტესტის უკიდურეს ზომას, ალბათ კითხვის ნიშნები აქ უნდა დავსვათ,“ - განაცხადა თამარ სანკიძემ.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი