20 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
კამპანია ეს შენ გეხებას წევრები სახალხო დამცველს ხვდებიან

კამპანია ეს შენ გეხებას წევრები სახალხო დამცველს ხვდებიან. შეხვედრაზე განიხილება არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნები, რომელიც ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით კანონმდელობის გამკაცრებას და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას გულისხმობს. ასევე იმსჯელებენ კამპანიის სამოქმედო გეგმაზე.

"პროკურატურაში გამოძიების არა ეფექტურობასთან დაკავშირებით კამპანია ეს შენ გეხებას ნათქვამი აქვს არაერთხელ, ამ შემთხვევაში ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს ხარვეზები გამოძიებაში. ჩვენი მიზანია განვიხილოთ ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი, თუ რა შეიძლება მაგალითად სახალხო დამცველთან ერთად განვახორციელოთ კამპანია ეს შენ გეხებას ფარგლებში", - განაცხადა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორმა გიორგი ბურჯანაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, მათ კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებები უკვე განვახორციელეს.

"ვისაუბრეთ, თუ რა გეგმები აქვს ეს შენ გეხებას მომავალში, როგორ გააგრძელებენ კამპანიას ამ მიმართულებით, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ მათთან. ძალიან კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებები უკვე განვახორციელეთ", - აღნიშნა  ნათია კაციტაძემ.

დღის ამბები