20 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
"პასუხისგებაშია მისაცემი სხვა პირებიც, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდნენ ჩემ წამებაში,“ - გიორგი მდინარაძე

ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე პრესკონფერენცია გამართეს დღეს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლებმა.

მდინარაძის ადვოკატმა პროკურატურას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციები დააანონსა.

პრესკონფერენციაზე განცხადება თავად გიორგი მდინარაძემაც გააკეთა. მდინარაძე მის საქმესთან დაკავშირებული ყველა პოლიციელის დასჯას მოითხოვს.

„პროკურატურას შეეძლო უფრო ეფექტური გამოძიება განეხორციელებინა. პასუხისგებაშია მისაცემი სხვა პირებიც, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდნენ ჩემს მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, წამებაში,“ - განაცხადა გიორგი მდინარაძემ.

ადვოკატი გასული წლის ნოემბერში სცემეს, საქმეზე ბრალდებული ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსი კი წინასწარი პატიმრობიდან 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებს.

საქმე ამ დრომდე არსებითი განხილვის სტადიაზეა.

დღის ამბები