20 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
ფონიჭალის მოსახლეობა მოკლული პირების ბიზნესსაქმიანობაზე საუბრობს

ფონიჭალაში რამდენიმე საათის წინ მოკლული ორი ახალგაზრდა პროზექტურაში გადაასვენეს. ერთი მძიმედ დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა და ახლა ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.

თვითმხილველთა განცხადებით, სამი ახალგაზრდა ავტოსადგომზე იმყოფებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ ოპელის მარკის ავტომობილიდან უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ასევე ადგილობრივების განცხადებით გარდაცვლილები მცირე ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი.

თავდასხმის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ფონიჭალაში იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე  საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე.

დღის ამბები