02 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რეგისტრაცია დღეს სრულდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის მსურველების განაცხადების შეტანის დრო დღეს 18:00 საათზე იწურება.

ამ დროისთვის სულ სამ კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი - ცირა ბარამიძეს, ინესა მერაბიშვილსა და ვლადიმერ პაპავას მოადგილეს, მერაბ ელიაშვილს.

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლების არჩევნები 2016 წლის 20 აპრილს გაიმართება.

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამავე დღეს გახდება ცნობილი თუ ვინ შეცვლის ვლადიმერ პაპავას. რექტორის არჩევნები კი უკვე შემოდგომაზე გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები