20 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
შიმშილობის მესამე დღე - ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორების აქცია გრძელდება

შიმშილობის მესამე დღე - ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის კაბინეტთან 5 პროფესორის აქცია გრძელდება. პროფესორები რექტორის, აკადემიური საბჭოსა და კანცლერის გადადგომას ითხოვენ. 

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი პროფესორი შეუძლოდ გახდა და მას ექიმებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. 

ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე პროფესორებთან შეხვედრას გეგმავენ დღეს სამუშაო ჯგუფის წევრები. ჯგუფი დღის ბოლოს აკადემიური საბჭოს სხდომაზე შეიქმნა და მასში საბჭოს 6 წევრი შედის.

ისინი პროფესორებს პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ და ამტკიცებენ, რომ რექტორის მესამე ვადით არჩევა კანონიერად მოხდა.

თუმცა, თავად მოშიმშილეები სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავენ და მათთან საუბარს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები