კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა შეხვედრა აუდიტორია 115-ის წევრებსა და და განათლების მინისტრს შორის.
შეხვედრაზე, რომელიც ორ საათს გაგრძელდა, მთავარი საკითხი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები იყო. სტუდენტები კანონპროექტის სამუშაო ვერსიას აპროტესტებენ და თვითმმართველობის ინსტიტუტის მთლიანად გაუქმებას ითხოვენ.
ახალგაზრდები აცხადებენ, რომ წარმოდგენილი პროექტით მხოლოდ დასახელება იცვლება, აზრი კი იგივე რჩება.
თვითმმართველობის მსგავსი სტრუქტურის გაუქმებას არ ეთანხმება მინისტრი. იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, 16 აპრილს აქციები დაიწყება.