20 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმის დროს დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

შეიარაღებული თავდასხმის დროს დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 47 წლის მამაკაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აღენიშნება. 

ის სტაციონარის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მკურნალი ექიმი კურიერთან საუბრის დროს აცხადებს, რომ მამაკაცს უკვე გაეწია საჭირო სამედიცინო მომსახურება. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ამ დრომდე უცნობმა პირებმა ცეცხლი ფონიჭალაში გახსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა 2 ადამიანი ერთი კი დაშავდა. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები