ოცნების ქალაქის მაცხოვრებლებმა ხელვაჩაურში მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბოლოდროინდელ განცხადებასაც აპროტესტებენ.
53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულები კატეგორიების გაზრდას ითხოვენ და ამბობენ, რომ უნდა დაკმაყოფილდეს სოციალურად დაუცველები, ეკომიგრანტები, მრავალშვილიანი ოჯახები, უსახლკარო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.