20 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
სოფელ თამარაშენში სამანქანო გზის სამშენებლო სამუშაოები გააპროტესტეს

სოფელ თამარაშენის მოსახლეობა თამარაშენი-ქაშქაშეთის მიმართულებით სამანქანო გზის სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებს. ადგილობრივების განმარტებით, ტენდერის მიხედვით, სამუშაოები 6 კილომეტრიან მონაკვეთზე უნდა განხორცილებულიყო, თუმცა გზის დაგება 600 მეტრით ნაკლებ მანძილზე მიმდინარეობს. რაიონის გამგებელის განცხადებით, კი მშენებარე გზის სიგრძე 6 კილომეტრზე მეტია. მისივე თქმით, ამ კილომეტრაჟში სოფელ ფცაში არსებული საჯარო სკოლამდე მისასვლელი სამანქანო გზაც შედის.

დღის ამბები