აუდიტორია 115 განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც უმაღლესი სასწავლებლის თვითმმართველობის რეფორმირება უნდა მომხდარიყო. ახალგაზრდების განცხადებით, კანონის სამუშაო ვერსიაში არ არის გათვალისწინებული მათი მოთხოვნები.
სტუდენტები პროექტის შექმნის პროცესში, უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურების ჩართულობაზეც საუბრობენ. ისინი თამარ სანიკიძეს დაპირებასაც ახსენებენ.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ სტუდენტების მეორე ნაწილს. თვითმმართველობის წევრები სამინისტროს უნივერსიტეტის საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევას ეწინააღმდეგებიან.
სტუდენტების კრიტიკა მიუღებელია თამარ სანიკიძისთვის. განათლების მინისტრის განცხადებით, ახალი კანონპროექტი უმაღლეს სასწავლებელში არსებულ მდგომარეობას გამოასწორებს.
აქციებს, სტუდენტური მოძრაობა, აუდიტორია 115 შაბათს, 14:00 საათზე განაახლებს. სტუდენტები პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.