20 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის პოსტისთვის 20 აპრილს 5 კანდიდატი იბრძოლებს

სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევამდე უმაღლეს სასაწავლებელს მოვალეობის შემსრულებელი უხელმძღვანელებს. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია. რექტორობის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე, სავარაუდოდ, 5 კანდიდატი იბრძოლებს. თავდაპირველად,  შვიდი კანდიდატი იყო, თუმცა ორმა მათგანმა-ინესა მერაბიშვილმა და მერაბ ელიაშვილმა ვერ დააკმაყოფილეს უმაღლესი განათლების შესახებ კანონით დადგენილი ნორმა ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, კანდიდატები პრიორიტეტად  რექტორის არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას და უნივერსიტეტის ავტონომიას ასახელებენ.

მოახლოებული არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს თამარ სანიკიძეც. განათლების მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელი პირობა პროცესების გამჭვირვალედ ჩატარებაა.

უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის პოსტზე დროებითი მოვალეობის შემსრულებელს 20 აპრილს აირჩევენ. რექტორის არჩევნები კი აგვისტოში ჩატარდება.

ავტორი:ეკო მაღრაძე.

 

დღის ამბები