აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ისტორიული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, თუმცა ამის მიუხედავად ის სარეაბილიტაციო ნაგებობათა სიაში ვერ მოხვდა. რესტავრატორები მხოლოდ ეკლესიის ეზოში შესასვლელ თაღს არემონტებენ. არქეოლოგები და ხელოვნებათმცოდნეების განცხადებით, ეკლესიის კედლები ყოველდღიურად ინგრევა და ძეგლი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს კომენტარი არ გააკეთეს ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და თბილისის განვითარების ფონდში, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე სამუშაოებს ატარებს. თბილისის მერის განცხადებით კი ისტორიული შენობის რეაბილიტაცია ახლო მომავალში დაიწყება.
პროექტი, სახელწოდებით ახალი ტფილისი, რომელიც აღმაშენებლიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე ტერიტორიის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რამდენიმე თვეა დაიწყო. რესტავრაცია-რეკონსტრუქცია აღმაშენებლის მოედანზე მდებარე 45-მდე საცხოვრებელი სახლს ჩაუტარდება.