20 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
საკადრო ცვლილებები ბაგა ბაღების მართვის სააგენტოში - შესაძლოა გათავისუფლებულებმა სასამართლოს მიმართონ

საკადრო ცვლილებებია ბაგა ბაღების მართვის სააგენტოში. გათავისუფლებულია შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი და კიდევ 3 თანამშრომელი. ისინი დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გაასაჩივრონ.

სააგენტოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს საბავშვო ბაღების ყოფილი დირექტორები მათ გათავისუფლებას უკავშირებენ.

თავად სააგენტოს ხელმძღვანელს კომენტარი არ გაუკეთებია თუმცა, უწყებაში განმარტავენ, რომ გათავისუფლების მიზეზი მერიის აუდიტის სამსახურის დასკვნა გახდა, რომლითაც დარღვევები გამოვლინდა. რა აწერია დასკვნაში უცნობია.

დღის ამბები