20 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობა მდინარე ხევისწყალზე მიმდინარე სამუშაოებს სახიფათოდ მიიჩნევს

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ტოლების თემის, სოფელ ვაზისუბანში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივები ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათი თქმით, მდინარე ხევისწყალზე მიმდინარე სამუშაოები საფრთხეს უქმნის სახნავ-სათეს მიწებს და ასევე მათ საცხოვრებელ კარ-მიდამოებს, იჩეხება ხეები.

ზურაბ მელიქიშვილი მოუწოდებს ადგილობრივ ხელისუფლებას და გარემოს დაცვის სამინისტროს, დაინტერესდნენ ამ ფაქტით და შეჩერდეს სამუშაობი, სანამ არ იქნება მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილებული.

დღის ამბები