ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა სოფელ ხულევში. ღონისძიებას საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმში პრეზიდენტი და პირველი ლედი დაესწრნენ.
პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა და ის ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ხულევში იმყოფებოდნენ ჯავახიშვილის შთამომავლებიც.