20 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
სახალხო დამცველი ბათუმში მუსლიმების მიერ გამართულ აქცის გამოეხმაურა

ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ქვეყანაში არც ერთ რელიგიურ უმცირესობას აღმსარებლობის პრობლემა არ შეექმნას - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ბათუმში გამართულ აქციას. შეგახსენებთ, რომ ბათუმში მუსლიმებმა ადგილობრივ ხელისუფლებას მეჩეთის აშენების თხოვნით მიმართეს.

“როდესაც არსებობს მოთხოვნა  რომელიმე თემში, რომ აღმსარებლობის თავისუფლებით ისარგებლონ, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მათ  დაეხმარონ ამ უფლების რეალიზაციაში, აქედან გამომდინარე მე გამიჭირდება რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს უკვე არსებულის გაფართოვებით თუ ახალ მშენებლობაზე ნებართვის გაცემით, მაგრამ ეს საკითხი რომ არის მოსაგვარებელი ეს ცხადია“ - აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.   

ამავე თემაზე
დღის ამბები