20 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
ხმაური გლდანში - მოსახლეობა საერთო საცხოვრებელში 13 კვმ. ფართის გასხვისებას აპროტესტებს

ხმაური იყო გლდანში - პირველი მიკრორაიონის საერთო საცხოვრებელში მოსახლეობა 13 კვადრატული მეტრი ფართის გასხვისებას აპროტესტებს.

ფართი, რომელიც ქონების მართვის სააგენტომ აუქციონზე გაიტანა, მესამე სართულზე განთავსებული ერთადერთი აბაზანაა, რომლითაც 13 ოჯახი სარგებლობს.

საერთო საცხოვრებლის მოსახლეობა აბაზანის გასხვისებას მის ახლანდელ მეპატრონეს ედავება. თუმცა, ქონების მართვის სააგენტოს განცხადებით, ფართის აუქციონზე გატანამდე ადგილზე შეისწავლეს ტერიტორია, რის შემდეგაც დადგინდა, რომ მოცემული ფართი საერთო მოხმარების არ ყოფილა.

ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

ავტორები: შოთა დიმიტრიშვილი, თამთა დოლენჯაშვილი. 

დღის ამბები