ინციდენტი მოხდა ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მეოთხე დღეა ლექტორები შიმშილობენ. მათთან სოლიდარობისთვის მისული მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრები დაცვამ შენობაში არ შეუშვა.
სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტში პროფესორების მხარდასაჭერად და არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ მივიდნენ. ადმინისტრაციის წარმომადგენლის განმარტებით კი, გაუგებრობა მოხდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი ერთ-ერთმა ლექტორმაც გააკეთა.
„აქ იყვნენ შემოსულები და ვისაუბრეთ ჩვენს საერთო პრობლემებზე და ამ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. თუმცა ისინი ცოტა უკეთეს მდგომარეობაში არიან, რადგან მათ უფრო სინდისიერი რექტორი ჰყავდათ, რომელიც გადადგა,“ - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ მიქაძემ.