პრემიერმინისტრს ინოვაციების ცენტრთან, სადაც ის ჟურნალისტებს ხვდება, საპროტესტო აქციით დახვდნენ.
"ეს სამარცხვინო 100 დღე არის"-სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
ნაციონალური მოძრაობის წევრები გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის 100 დღეს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა რეკორდულად დაიწია. ოპოზიციის განცხადებით, საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მეტი საგარეო და საშინაო ვალი აქვს.