პრემიერმინისტრმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან გამართულ სეხვედრაზე რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის პროცესი სასამართლოში ხარვეზებით წარიმართა.
კვირიკაშვილის თქმით მან თავის დროზე განაცხადა, რომ ამ თემაზე უნდა შექმნილიყო არასამთავრობოების ჯგუფი, რომელიც პროცესს დააკვირდებოდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის თქმით, მას არ მოსწონს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა, თუმცა ამტკიცებს, რომ არ აქვს სურვილი ის შეიცვალოს.
„არაერთხელ მქონდა შეხვედრები, სადაც მე ვთხოვე ევროპელ მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, რომ გამოეგზავნათ ჯგუფი, რომელიც უფრო მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა ამ სასამართლო პროცესის. მე ვერ დავაკვალიფიცირებდი, რომ ეს იყო მედიასაშუალებებზე შეტევა, მე არ მჯერა, რომ თქვენ გულში გჯეროდეთ, რომ ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან მედიასაშუალებების ხელში ჩაგდების მცდელობა. გარკვეული ხარვეზები სასამართლოს მხრიდან გამჭვირვალობის კუთხით იყო, არ მოხდა თავიდანვე უზრუნველყოფა მიღებული გადაწყვეტილებების, მე გავაკეთე განცხადება, რომ შექმნილიყო საბჭო არასამთავრობოებისგან და მედიასაშუალებებისგან, რომლებიც უზრუნველყოფდნენ რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას და არა ობიექტურობას, თქვენი სარედაქციო პოლიტიკა არის ტენდენციური. არამგონი, რომ ჩვენ დღეს ვიმყოფებით იმ სიტუაციაში, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა ვინმეს მიერ კონტროლდებოდეს,“-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.