კერძო დაცვის კომპანიები დაცვის პოლიციის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი, რომლითაც რამდენიმე კერძო ფირმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის მინიჭებული მაკონტროლებლის ფუნქციის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
მოსარჩელეების განცხადებით, სახელმწიფო უწყება ბაზრის მონოპოლიას ცდილობს და კანონით მინიჭებულ უფლებას ურჩი კონკურენტების დასასჯელად იყენებს.
კერძო დაცვის ფირმების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კონკურენტის მუშაობის შესაფერხებლად დაცვის პოლიცია დაუგეგმავ შემოწმებებს ატარებს, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის.
დაცვის პოლიციამ კერძო კომპანიების პრეტენზიებს დღეს არ უპასუხა. კონსტიტუციური სარჩელის გაცნობამდე საქმეზე კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირთ დეპუტატებსაც.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.