20 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ბაღების ხელმძღვანელების შემდეგ სამსახურიდან სააგენტოს თანამშრომლებს ათავისუფლებენ

ბაღების ხელმძღვანელების შემდეგ სამსახურიდან სააგენტოს თანამშრომლებს ათავისუფლებენ. ფინანსურ დეპარტამენტში განხორციელებული საკადრო ცვლილების მიზეზი ამ შემთხვევაშიც აუდიტის დასკვნაა, რომლის შინაარსიც გასაიდუმლოებულია.

მერიაში აცხადებენ, რომ სააგენტოს თანამშრომლების დათხოვნა ფინანსურ დარღვევებს უკავშირდება.

4 ადამიანი ბაღების სააგენტოდან გუშინ გაათავისუფლეს, ოფიციალურ მიზეზად მუშაობის დროს დაშვებული ხარვეზები სახელდება.

სააგენტოს ოთხივე თანამშრომელი ფინანსურ დეპარტამენტში მუშაობდა, ისინი სამსახურიდან მერიის აუდიტის დასკვნის შემდეგ გაათავისუფლეს.

ნაციონალური მოძრობის წევრებმა საკრებულოს სხდომაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა მოითხოვეს, რომელიც საბავშვო ბაღებიდან დირექტორების გათავისუფლების საკითხს შეისწავლის, ამ ინიციატივას მხარი რესპუბლიკური პარტიის წევრებმა დაუჭირეს, წინააღმდეგი მხოლოდ ქართული ოცნება იყო.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი 

დღის ამბები