საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის კუთვნილი, დიდი ოდენობით საკვები პროდუქტების მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ამავე ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიება თბილისის საბავშვო ნაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გაგზავნილი მასალების საფუძველზე ჩატარდა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ივლისამდე პერიოდში, თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი სისტემატურად ახდენდა აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქციის უკანონო გატანა-მითვისებას. აღნიშნული გზით ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს მიერ ბაგა-ბაღისთვის გამოყოფილი თანხით შეძენილ 48 919 ლარის პროდუქციას," - ნათქვამია განცხადებაში.
საქმეზე მიმდიანრეობს გამოძიება. სასჯელი 7-დან 11 წლმდე პატიმრობას ითვალისწინებს.