20 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
თსუ-ს სტუდენტების აქციას ილიაუნის სტუდენტები შეუერთდნენ

თსუ-ს სტუდენტების აქციას ილიაუნის სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნას და ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის მისვლას და კითხვებზე პასუხს ითხოვენ. მათ 4-პუნქტიანი მოთხოვნები დღეს დილით გაავრცელეს. 

სტუდენტების ნაწილი 2 საათზე უნივერსიტეტის I  კორპუსის ეზოში აქციას გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტებს 10-მდე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან. ისინი 4 საათამდე გააგრძელებენ აქციას და პრემიერ-მინისტრის გამოხმაურებას დაელოდებიან. თუმცა აცხადებენ, რომ, თუ გიორგი კვირიკაშვილისგან გამოხმაურება არ იქნება, ისინი მე-6 კორპუსის წინ აქციას გააგრძელებენ.

    

დღის ამბები