20 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
აუდიტორია115 არის მოტყუებული - სტუდენტების პროტესტს 10-მდე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს ახალგაზრდები სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდანაც უერთდებიან. აქციას 10-მდე სხვა უნივერისტეტის სტუდენტები ესწრებიან.

აქციამ ამ დროისთვის პირველი კორპუსთან გადაინაცვლა. სტუდენტები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. 

მათივე განმარტებით, განათლების მინისტრთან და მის მოადგილეებთან შეხვედრებმა რეალური შედეგი ვერ გამოიღო მიუხედევად იმისა, რომ მათ მოისმინეს არაერთი საჯარო დაპირება განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან.

"აუდიტორია 115 არის მოტყუებული. მინისტრმა და მისმა მოადგილეებმაც მოგვატყუეს,“ - განაცხადა თსუ-ს სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია 115-ის წევრმა, ნოდარ ეცადაშვილმა.

 

 

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი

 

 

 

დღის ამბები