ხმაური იყო დღეს თბილისის მერიასთან. ალექსიძის ქუჩის მცხოვრებლებმა, არასამათავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აქცია გამართეს და ქუჩაზე მაღალსართულიანი მშენებლობები გააპროტესტეს.
მათი განმარტებით, მშენებლობები უკანონოა. ისინი მერიაში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ.
აქციის მონაწილეები კოეფიციენტების გაყიდვის აკრძალვას და ამ საკითხზე ქალაქის გენერალური გეგმის მიღებამდე, მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.
“თავი დაანებონ ამ უბანს იმიტომ, რომ აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია. ეს არის ბეტონის ჯუნგლები, სადაც გადაადგილება, სუფთა ჰაერის მოძრაობა, მზის შუქის მიღება თითქმის შეუძლებელია დღეისათვის. აქედან გამომდინარე, აქ დამატებით კორპუსების ჩადგმა არის დანაშაული,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა.