სტუდენტების პროტესტი - აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მსვლელობა მოაწყვეს.
სტუდენტები გზად პარლამენტთან შეჩერდნენ და განცხადებები გააკეთეს. განცხადებები გაკეთდა ასევე სახელმწიფო უსაფრთოხოების სამსახურთან, სადაც შეძახილებით მიმართავდნენ უწყებას.
ისინი ამ დროისთვის კანცელარიასთან არიან შეკრებილები.
სტუდენტების მსვლელობის პარალელურად, პარალიზებულია თსუ-ის მე-6 კორპუსი, სადაც რამდენიმე ადამიანს კარი აქვს აჭედილი და შიგნით არავის უშვებენ.