20 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ვერავინ ვნახეთ ამის წინააღმდეგი - თოფაძე კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, განსაზღვრაზე

კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის განსაზღვრაზე, საკუთარი ინიციატივა გააცნეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა საზოგადოების წარმომადგენლებს.

დეპუტატებმა მსგავსი შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართეს. ეს იყო ბოლო შეხვედრა, რის შემდეგაც ინიციატივაზე უკვე პარლამენტში იმსჯელებენ.

„ის, რაც სამოქალაქო კოდექსშია დეტალურად გაწერილი, რომ ქორწინება სწორედ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს ეფუძნება, ეს იყოს ატანილი კონსტიტუციის დონეზე და უზენაესი კანონის დონეზე იყოს განსაზღვრება მოცემული, რომ ქორწინება ქალის და კაცის კავშირია,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.

ამავე თემასთან დაკავშირებით ქართული ოცნება - მრეწველების თავმჯდომარე, გოგი თოფაძე, აცხადებს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით წინააღმდეგი არავინ ყოფილა. 

„მთელი საქართველო დავიარეთ და ვერ ვნახეთ ვერავინ ამის წინააღმდეგი. მივიღებთ ამ კანონს. პარლამენტში შეიძლება, ბევრი არ ეთანხმება. ამის ლუსტრაციას მოვაწყობთ აუცილებლად და მერე თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, ვინ არის უცხოური გრანტებით აზლუქუნებული და ვინ არის საქართველოს პატრიოტი,“ - განაცხადა გოგი თოფაძემ.

დეპუტატების ინიციატივით, კონსტიტუციის 36-ე მუხლში, რომელიც ქორწინებას ეხება, ტერმინი მეუღლეები უნდა დაკონკრეტდეს და განისაზღვროს, რომ ქორწინება არის ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი.

 

დღის ამბები