20 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
ძლიერი ქარის შედეგად პარალიზებული თბილისის რამდენიმე ქუჩა და დაზიანებულია ავტომობილები

თბილისის რამდენიმე ქუჩა ძლიერი ქარის გამო პარალიზებულია. ამ წუთებში ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის დიდუბეში, კერესელიძის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე ერთეული სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

ძლიერი ქარის შედეგად წაიქცა ხე, რომელმაც 4 ავტომობილი დააზიანა, ასევე დააზიანა ელექტროსადენები, თუმცა დაშავებულები არ არიან.

კერესელიძის ქუჩის მსგავსად, მოძრაობა წერეთლის 91 ნომერთანაც იყო შეზღუდული, სადაც ძლიერი ქარის შედეგად წაიქცა ხე, რომელმაც დააზიანა სამი ავტომობილი და დაშავდა ერთი მამაკაცი.

დაშავებულ მამაკაცს გაეწია პირველადი სამედიცონო დახმარება. თუმცა, მას საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირვებია.

 

ავტორი: სალომე ბოკუჩავა

დღის ამბები