20 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
დაზიანებული ხეები და ავტომობილები - გამგეობები მერიასთან ერთად ზარალს ითვლიან

ძლიერი ქარის შედეგად, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩებში რამდენიმე ხე წაიქცა. ხეები წაიქცა ტაბიძის და ყიფშიძის ქუჩებზე, სადაც დაზიანდა ავტომობილები.

ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერიც. ნარმანიას განცხადებით, ზარალს უახლოეს დღეებში დაითვლიან.

"ჩვენ ვიმუშავებთ შესაბამის რაიონულ გამგეობებთან იმისათვის, რომ ის ავტომანქანები, რომლებიც არ არის დაზღვეული, მათ მეპატრონეებს დავეხმაროთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბოლო მონაცემებით, სამაშველო სამსახურში დღეს დილიდან 250 გამოძახება დაფიქსირდა. მოსახლეობა შველას ქარის შედეგად დაზიანებული სახურავების და სადენების გამო ითხოვს. ქარმა თბილისში 10 -ზე მეტი ხე დააზიანა.

დღის ამბები