სტუდენტების აქციამ ისევ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან გადაინაცვლა. ადგილზე სიმშვიდეა, თუმცა, ისმის შეძახილები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით.
მანამდე სტუდენტები მსვლელობით მთავრობის კანცელარიისკენ დაიძრნენ. ისინი გზად 2-ჯერ შეჩერდნენ. პირველად იყო პარლამენტის შენობა, შემდეგ კი გადაინაცვლეს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან.
სტუდენტები ვერ შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს, თუმცა კანცელარიისგან მიიღეს ალტერნატიული შეთავაზება. აუდიტორია 115-ის წევრებს შესთავაზეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მდივანთან, შალვა თავდუმაძესთან, მაგრამ უნივერსიტეტის სტუდენტებმა ამ შეთავაზება უარი განაცხადეს.
„ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს მაღალი ჩინი, მარგამ ისიც ვიცით, რომ მისი პოლიტიკური წონა არის ნულოვანი. ის პოლიტიკოსი არ არის. ჩვენ გვინდა პოლიტიკური გარანტიები,“ - განაცხადა თსუ-ის სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია 115-ის წევრმა, ლევან ლორთქიფანიძემ.
ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი