დუბაიში გარდაცვლილი ქართველი გოგონა იდენტიფიცირებულია. 24 წლის ნინი სამანიშვილის ოჯახი სახელმწიფოს გადმოსვენების პროცედურის დაჩქარებას სთხოვს.
მათი ინფორმაციით, გოგონა საამიროში ორი კვირის წინ სამუშაოდ წავიდა და მისი გარდაცვალების გარემოებები ოჯახის წევრებისთვის უცნობია.
ნინი სამანიშვილის საქართველოში ჩამოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
არაბულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს. გარდაცვალებამდე კი გოგონა, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.