ჯემ ფესტი მეორე სეზონისთვის მასშტაბებს ზრდის - აგვისტოს ცხელ დღეებში ანაკლიაში კვლავ სტუმრებს ელოდებიან. 5 დამოუკიდებელი სცენა და ჟანრობრივი მრავალფეროვნება - ფესტივალის სტუმრებისთვის 80 უცხოელი და ქართველი არტისტი 24 საათის განმავლობაში დაუკრავს.
ჟანრობრივი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არტისტები ჯემ ფესტის ქალაქში 5 სცენაზე მთელი დღის და ღამის განმავლობაში დაუკრავენ.
ჯემ ფესტი ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ანაკლიაში 9 აგვისტოდან ელოდება.
ავტორი: სალომე ბენაშვილი