20 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
სატელეფონო მოსმენებისთვის საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობაზე წვდომა შსს-ს აღარ ექნება

სატელეფონო მოსმენებისთვის საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობაზე წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ ექნება - საკონსტიტუციო სასამართლომ კამპანია ეს შენ გეხებას სარჩელი დააკმაყოფილა.  

შედეგად გაუქმდება ფარული მიყურადების ე.წ. ორი გასაღების სისტემა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეეზღუდება სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაციაზე პირდაპირი წვდომა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2017 წლის მარტიდან უნდა ამოქმედდეს. დარჩენილი 11 თვის განმავლობაში კი ისევ ნორმის არსებული ვერსია იმოქმედებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავენ და საკონსტიტუციო სასამართლოს არგუმენტებს საკმარისად არ მიიჩნევენ.

ნაციონალურ მოძრაობაში კანონის ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

ფარული მიყურადების კანონის შესაცვლელად საკუთარი ვარიანტი აქვთ კამპანია ეს შენ გეხებას არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათი ინიციატივა ახალი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც პროცედურაზე იქნება პასუხისმგებელი.

შესაბამისად, სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაციაზე წვდომა შეეზღუდებათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

 

 

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები