20 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრში 600-მდე ზარია დაფიქსირებული

ძლიერი ქარის გამო მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრში 600-მდე ზარია დაფიქსირებული.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ყველა შემოსულ ზარზე მოხდა რეაგირება და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა.

ამ დროის მონაცემებით, დღის განმავლობაში ძლიერი ქარის გამო მსუბუქად დაზიანდა ერთი ადამიანი, რომელსაც ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.

ასევე თბილისის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა დიდუბის რაიონი. მერიის ინფორმაციით, ამ რაიონში დაზიანდა 10-მდე მანქანა და 17 სახლს აეხადა სახურავი.

თბილისის მერია დახმარებას აღმოუჩენს იმ მანქანების მეპატრონეებს, რომლებსაც ავტომობილი არ ჰყავდათ დაზღვეული.

უკვე შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიც ითვლის ზარალს.    

 

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

დღის ამბები