20 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ეს პროექტი არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ რამდენიმე კონცერტი - მიხეილ გიორგაძე

29 მილიონი კულტურული ღონისძიებებისთვის და ტურისტების მოსაზიდად -კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, კურიერის პირდაპირ ეთერში დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრობს.

მიხეილ გიორგაძის თქმით, პროექტი კარგი გზავნილია ტურისტებისთვის, რომ ქვეყანა უსაფრთხოა. 

 „ეს პროექტი არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ რამდენიმე კონცერტი. მასშტაბები ნამდვილად უპრეცედენტოა. აქ კულტურის სამინისტროს გარდა, ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო. დიდი ვარსკვლავების მონაწილება ძალიან ბევრი მიმართულებით კონკრეტული სარგებლის მომტანია. ქვეყნის ცნობადობას, პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებას ხელს უწყობს. მკაფიო გზავნილია ტურისტებისთვის და ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანა უსაფრთხოა. ამ პროექტს კარგად გააზრებული, პრაგმატული მარკეტინგული კამპანია სდევს და შესაბამისად, ეს არა მხოლოდ წელს ჩატარდება, ეს ტრადიციულ პროექტი გახდება. ეს არ იყო სპონტანურად მოფიქრებული პროექტი, მისი საპილოტო ვერსია შარშან განხორციელდა," - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მიხეილ გიორგაძემ ასევე ისაუბრა იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო წლევანდელ ბიუჯეტში გათვლილი და რატომ არის საჭირო დამატებითი თანხების აღება სარეზერვო ფონდიდან.

„ამ მასშტაბის ღონისძიებების დაგეგმვა და მითუმეტეს ამ დონის ვარსკვლავების კონცერტების დაგეგმვა ერთი და ორი თვით ადრე არ ხერხდება," - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 

მიხეილ გიორგაძემ ბილეთების მომსახურებაზე ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებულ ბუნდოვანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სურვილი აქვს ნებისმიერ ტენდერში მონაწილეობის მიღება, ეს ძალიან მარტივად შეუძლია.

დღის ამბები