20 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
"ავტონომია უნივერსიტეტს"-მე-6 კორპუსი ამ დრომდე ბლოკირებულია

უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი ამ დრომდე ბლოკირებულია. შესასვლელი კარები აუდიტორია 115-ის წევრებმა სხვადასხვა სახის ავეჯით გადაკეტეს. 

მთელი ღამის განმავლობაში 50 სტუდენტი ადგილზე იმყოფებოდა, მათთან ერთად იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები. შენობის აივანზე კი გამოფენილია ბანერი წარწერით "ავტონომია უნივერსიტეტს."

სტუდენტები განმარტავენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ და მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება. აუდიტორია 115-ის წევრები ითხოვენ პრემიერმინისტრთან შეხვედრას, ოდეერების საკითხის შესწავლასა და თვითმმართველობის გაუქმებას. 

“მე-6 კორპუსის დაკავება არის დასაწყისი, არის გაფრთხილება იმისა, რომ ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია, რა თქმა უნდა პრემიერი თუ აქ მოვა  და ის ჩვენ რეალურად ვერ დაგვპირდება იმას, რომ რასაც ვითხოვთ ის მოთხოვნები არ შესრულდება, რა თქმა უნდა იმის გამო, რომ მხოლოდ აქ მოვა და  დაგველაპარაკება ჩვენ მე-6 კორპუსს არ დავტოვებთ. თუ მივიღებთ დაპირებას და იმის შესაძლებლობას, რომ მართლა შეიცვალოს რაიმე, ამ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ კორპუსის დატოვებაზე“ - განაცხადა თსუ-ს სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია 115-ის წევრმა ანი ვასაძემ.

დღის მეორე ნახევარში კი უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია-კონცერტი გაიმართება, რომელსაც ის მომღერლები და ცნობილი სახეები ჩაატარებენ, ვინც სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ.

დღის ამბები