20 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
პრემიერი უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში ვერ შევიდა-შეხვედრა პირველ კორპუსში გრძელდება

პრემიერმინისტრი აუდიტორია 115-ის წევრებს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ხვდება. მან მე-6 კორპუსში შესვლა ვერ შეძლო, რადგან შენობის კარი აჭედილია.

გიორგი კვირიკაშვილი პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში ახალგაზრდებთან დაცვის გარეშე შევიდა, შეხვედრაზე არც ჟურნალისტები შეუშვეს. 

დახურილ კარს მიღმა შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. სტუდენტების მოთხოვნები უცვლელი რჩება, ისინი განათლების სისტემის რეფორმირებას, ოდეერების საკითხის შესწავლა და თვითმმართველობის გაუქმებას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები