20 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
პრემიერმინისტრი სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შემდეგ კვირას ჩაინიშნა შეხვედრა, შედგება რამდენიმეკაციანი ჯგუფი იმისთვის, რომ იმსჯელონ პრობლემების გადაჭრაზე.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის ნამდვილად გულით ნაკარნახევი. მოთხოვნები არის ძალიან საჭირო. მე ყურადღებით მოვისმინე მათი პოზიციები. დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობს, არ უნდა არსებობდეს. რაც შეეხება კონკრეტულად, ფორმებს, შევთანხმდით, რომ მათი მხრიდან იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავებთ. მე პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში,"-განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებს დღეს პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა ესაუბრებოდა.

 

დღის ამბები