ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა სტუდენტებისა და პრემიერის შეხვედრაზე საუბრობს. მისი თქმით, გამოითქვა მზაობა მუშაობასთან დაკავშირებით და კონსტრუქციულ რეჟიმში შედგება დიალოგი.
“შეხვედრას არ დავსწრებივარ მაგრამ მე ვიცი სტუდენტებისგან და თვითონ პრემიერისგანაც, რომ მზაობა გამოთქვა მუშაობასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ კონსტრუქციულ დიალოგურ რეჟიმში დავსხდეთ, მე ყოველთვის ამას მოვითხოვდი ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში. არის საკითხები, რომელიც გასაკეთებელია და არის საკითხები, რომელიც ჯერ მომწიფებული არ არის, მაგალითად 2013 წლის კონცეფციას უმაღლესი განათლების რეფორმის, ეგრედწოდებული დვალის კონცეფციას არასდროს არ ვიწონებდი და არც დღეს ვიწონებ, თეორიულად ლამაზი კონცეფციაა, მაგრამ საქართველო ამისთვის მზად არ არის,“ - განაცხადა პაპავამ.
ავტორი : თამდა დოლენჯაშვილი.