თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია 115-ის წევრი თორნიკე შევარდნაძე პრემიერთან შეხვედრის შემდეგ კომენტარს აკეთებს, მისი თქმით, სიტყვიერი შეთანხმება შედგა მაგრამ ახლა ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან.
“შევთანხმდით პრინციპებზე, მან თქვა, რომ ეს სიტემა რომელიც არსებობს უნდ შეიცვალოს, მთლიანად განათლების სისტემა მას არ მოსწონს, მან თქვა, რომ თვითმმართველობის სტრუქტურა არის მახინჯი ფორმის და უნდა გადახალისდეს, ის ამბობს, რომ უნივერსიტეტს უფრო მეტი დაფინანსება უნდა ჰქონდეს ანუ ჩვენ სიტყვიერ დონეზე ყველაფერში ვთანხმდებით, მაგრამ ჩვენ უკვე ველოდებით, რომ კონკრეტული ნაბიჯები დავინახოთ“ - განაცხადა თორნიკე შევარდნაძემ.