20 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
"აუდიტორია 115-ის" წევრები შენობის პიკეტირებას აგრძელებენ

აუდიტორია 115-ის წევრებმა შიდა შეხვედრა დაასრულეს. მათი გადაწყვეტილებით ისინი შექმნიან 7 კაციან სამუშაო ჯგუფს. ჯგუფი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ჯგუფის წევრები მომავალ კვირას პრემიერმინისტრს შეხვდებიან. მათივე განცხადებით შენობის პიკეტირება გაგრძელდება მანამ, სანამ პრემიერმინისტრი მათ მიერ წამოყენებულ საკითხებს არ დათანხმდება.    

შეგახსენებთ, რომ აუდიტორია 115-ის წევრები ოდეერების საკითხის შესწავლას, განათლების სისტემის რეფორმირებას და თვითმმართველობის გაუქმებას ითხოვენ.

დღის ამბები