20 ნოემბერი 2024,   02:14
ვრცლად
შიმშილობის მეშვიდე დღე - პროფესორები პრემიერზე ნაწყენები არიან

უკვე მეშვიდე დღეა ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორები შიმშილობენ. ხუთი პროფესორიდან ერთი კი რამდენიმე საათში მშრალი შიმშილობის დაწყებას გეგმავს. პროფესორები ამბობენ, რომ აქციებს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

მოშიმშილე პროფესორები პრემიერისგან და მთავრობისგან უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ნაწყენები არიან და მათი პრობლემით არავინ ინტერესდება. 

მოშიმშილე პროფესორების ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე საათის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა შეისწავლეს, ექიმები ურჩევენ პროფესორებს შეწყვიტონ შიმშილობა. 

მიუხედავად ექიმების რეკომენდაციისა, პროფესორები აქციებს აგრძელებენ და მოითხოვენ გადადგეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიური საბჭო და კანცლერი.

მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს სასწავლებლის ადმინისტრაცია. მათი თქმით, დაირღვა თუ არა კანონი რექტორის არჩევისას, ამას სასამართლო გადაწყვეტს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები