აუდიტორია 115-ის წევრებმა აქციები შეწყვიტეს. გვიან ღამით ორმოცდაათამდე სტუდენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის შენობა შეძახილებით დატოვეს. გახსნეს აჭედილი კარი, დაალაგეს შენობა და სასწავლო მაგიდებიც პირვანდელ ადგილს დაუბრუნეს.
შენობა სტუდენტების გამოსვლის შემდეგ უნივერსიტეტის დაცვის სამსახურმა დაიკავა.
სტუდენტებმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ უკვე შექმნეს 7 კაციანი ჯგუფი, რომელიც პრემიერმინისტრთან შეხვედრას გამართავს. როდის გაიმართება შეხვედრა, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.