სტუდენტური აქცია გაიმართება დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ახალგაზრდები უნივერსიტეტის ცენტრალურ შენობასთან შეიკრიბებიან და სოლიდარობას გამოუცხადებენ, ხუთ პროფესორს, რომლებიც რამდენიმე დღეა შიმშილობენ.
აქციის მთავარი მოთხოვნა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოსა და კანცლერის გადაყენებაა.
სტუდენტები არ გამორიცხავენ, რომ აქციამ პერმანენტული სახე მიიღოს.
გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სრულად იზიარებენ აუდიტორია 115-ის წევრების მოთხოვნებს.